პლანშეტი Motorola Xoom-ის, სავარაუდო ღირებულება — $700

პლანშეტური კომპიუტერის Motorola Xoom-ის  გაყიდვები სავარაუდოდ დაიწყება 2011 წლის 17 თებერვალს. ამ დღეს გამოჩნდება პლანშეტი Best Buy-ის სუპარკეტების ქსელში.

მოდელის ღირებულებაა $700, რაც საკმაოდ ძვირია.

შეგახსენებთ, რომ პლანშეტი წარმოდგენილი იყო CES 2011-ის გამოფენაზე  (6–9 იანვარი, ლას-ვეგასი, ნევადა, აშშ). მოდელის არსენალში შედის: nVidia Tegra-ს მეორე თაობის პლატფორმა, 10,1-დიუმიანი დისპლეი წერტილოვანი გარჩევადობით 1280×800, ადაპტერი ფიჭურ ქსელებში სამუშაოდ, 32 გბ მეხსიერება და Android 3.0 ვერსიის ოპერაციული სისტემა.

გამოყნებულია Engadget-ის მასალები.

ცნობილია პლანშეტური კომპიუტერის Samsung Galaxy Tab 2-ის მახასიათებლები!

ვებ-წყაროებზე დაყრდნობით ცნობილია, რომ Samsung ამზადებს მეორე თაობის პლანშეტურ კომპიუტერს Galaxy Tab-ს. მოწყობილობას გააჩნია ორბირთვიანი პროცესორი ARM-ის არქიტექტურაზე. მიახლოებით ეს იქნება ან საკუთარი ჩიპი «სამსუნგი», ან nVidia Tegra-ს პლატფორმა. ოპრატიული მეხსიერების მოცულობა — 1 გბ; ხოლო ინტეგრირებული ფლეშ-მეხსიერების მოცულობა — 64 გბ-მდე.

7-დიუმიან ეკრანს აქვს, მაღალი გარჩევადობა, რომელიც შესრულებულია Super AMOLED ტექნოლოგიით. აღსანიშნავია ორი კამერა: 8-მეგაპიქსელიანი 1080p ფორმატის მხარდაჭერით, რომელიც მოთავსებულია უკანა პანელზე და 3-მეგაპიქსელიანი კამერა წინა პანელზე.

ასევე აღსანიშნავია 3G, Wi-Fi , Bluetooth 3.0, MicroSD სლოტი და რამოდენიმე სენსორის კრებული ( აქსელერომეტრი, გიროსკოპი, ელექტრონული კომპასი და ბარომეტრი).

თავიდან პლანშეტი გამოჩნდება Android 2.3 (Gingerbread) ვერსიის ოპერაციული სისტემით, ხოლო შემდეგ, როგორც მოსალოდნელია Samsung გადავა Android 3.0-ზე (Honeycomb).

httpvhd://www.youtube.com/watch?v=F_malzsmJB4

გამოყენებულია ExpertReviews-ის მასალები.

Samsung-მა, შესაძლოა, გამოუშვას სმარტფონი Galaxy S Mini

Mobile World Congress 2011-ის გამოფენაზე  (14–17 თებერვალი, ბარსელონა, ესპანეთი) კომპანია Samsung წარმოადგენს სმარტფონს S5830.

სიახლე არის «Samsung I9000 Galaxy S-ის შემცირებული ვერსია». არ არის გამორიცხული, რომ აპარატი ბაზარზე წარმოდგენილი იქნება დასახელებით Galaxy S Mini.

S5830-ის ფუნქციონალური ნაკრები სტანდარტულია: მოწყობილობას ექნება 5-მეგაპიქსელიანი კამერა HD-ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით და შუქდიოდური გაელვებით, Bluetooth მოდული ( სავარაუდოდ 3.0 ვერსია), Wi-Fi კონტროლერი, სლოტი MicroSD ფორმტის მეხსიერების ბარათისთვის, 3,5-მილიმეტრიანი აუდიობუდე და სენსორული ეკრანი წერტილოვანი გარჩევადობით 320×480 (HVGA).

მოდელი მუშაობს Android 2.2.1 ვერსიის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ.

გამოყენებულია SamFirmware.com -ის და Unwired View-ს მასალები.

Sony-იმ, თვის ბოლომდე შესაძლოა, წარმოადგინოს შემდეგი თაობის PSP კონსოლი

Sony Computer Entertainment-ის ქვეგანყოფილეგბის უფროსი კაზუო ჰირაი (Kazuo Hirai)

კორპორაცია 27 იანვარს ატარებს ღონისძიებას ტოკიოში (იაპონია), სადაც სავარაუდოდ წარმოდგენილი იქნება შემდეგი თაობის სათამაშო კონსოლი PlayStation Portable (PSP).

გასული წლის მიწურულს, ახალი PSP-ის დამზადების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა Sony Computer Entertainment-ის მმართველმა კაზუო ჰირაიმ (Kazuo Hirai). მისი განცხადებით, სიახლე მიიღებს სენსორულ დისპლეის და შეინარჩუნებს ღილაკებით მართვას. არაოფიციალური ინფორმაციით, მოწყობილობას ექნება ორის კამერა, მაღალმწარმოებლური პროცესორი Cell-ის არქიტექტურით, Wi-Fi მოდული და 3G.

ასევე შეგახსენებთ, რომ კომპანია Sony Ericsson ამზადებს «სათამაშო» PSP-სმარტფონს. სავარაუდოდ, ის მიიღებს მეორე თაობის Qualcomm Snapdragon-ის პროცესორს ტაქტური სიხშირით 1 გჰც, 512 მბ ოპერატიულ მეხსიერებას, ფლეშ-მოდულს 1 გბ-ზე და დისპლეის დიაგონალს 3,7-დან 4,1 დიუმამდე.

წყარო: CNET News.

CES 2011: Razer-მა შეიმუშავა კონცეპტუალური სათამაშო კონსოლი Switchblade

კომპანია Razer-მა, წარმოადგინა არასტანდარტული სათამაშო მოწყობილობა — პორტატული კონსოლი Switchblade.

მოწყობილობის დემონსტრაცია შედგა 9 იანვარს CES 2011-ის გამოფენაზე, რომელიც ჩატარდა ლას-ვეგასში (ნევადა, აშშ).

სიახლე — მინი-ნოუთბუქის და პლანშეტის ერთგვარი ჰიბრიდი. კორპუსის ზედა მხარეზე განთავსებულია 7-დიუმიანი სენსორული დისპლეი, რომელიც შესრულებულია მოცულობითი ტექნოლოგით, რომელსაც გააჩნია წერტილოვნი გარჩევადობა 1024×600 პიქსელი.

Switchblade-ის ქვედა ნახევარზე განთავსებულია კლავიატურა დინამიურად ცვალებადი პიქტოგრამული ღილაკებით. ღილაკებზე გამოისახება კონკრეტულად გაშვებული თამაშის შესაბამისი სამართავი პანელი. (იხ. სურათი).

გაჯეტს ექნება Atom-ის პროცესორი Wi-Fi ,3G, Mini HDMI, USB 3.0 და ბუდე ყურასასმენისთვის. ოეპრაციული სისტემა — Windows 7.

Switchblade ჯერ-ჯერობით მხოლოდ კონცეპტის სახით არსებობს; მოწყობილობის გამოსვლის თარიღი უცნობია.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=UiQ0AnlfBu4

წყარო: Razer.

AMD დაუბრუნდა მოგებას

Intel-ის შემდეგ, მიკროპროცესორების წარმოების მოცულობით რიგით მეორე კომპანიმ, AMD-მ 2010 წლის მეოთხე კვარტალი წარმატებით დაასრულა.

ოქტომბრიდან დეკემბრამდე AMD-მ $1,65 მლრდ გამოიმუშავა — იმდენივე რამდენიც ერთი წლის წინ. სუფთა მოგებამ $357 მლნ შეადგინა, ანუ 50 ცენტი აქციაზე. შედარებისთვის: 2010 წლის მესამე მეოთხედში კომპანიამ $118 მლნ დაკარგა. ამასთან, 2009 წლის უკანასკნელ კვარტალში მოგება გაცილებით მეტი იყო — $1,18 მლრდ ($1,52 ერთი ფასიანი ქაღალდი).

2010 წელს კომპანიამ, სულ, $6,49 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო, რაც 20%-ით მეტია 2009 წლის რეზულტატთან შედარებით ($5,40 მლრდ). სუფთა მოგება $304 მლნ-დან (45 ცენტი ერთი ფასიანი ქაღალდი) $471 მლნ-მდე (64 ცენტი) გაიზარდა.

წყარო: AMD

Skype-ის ჯგუფური ვიდეოკონფერენცია ფასიანი გახდა

მიმდინარე კვირის დასაწყისში, იმათ ვინც გამოიყენა Skype-ის ჯგუფური ვიდეოკონფერენციის ფუნქციონალი კომპანიამ უჩვენა გაფრთხილება:

«სცადეთ 7 დღე უფასოდ ან შეიძინეთ Premium ეხლავე!»

Premium-პაკეტის ღირებულება €5.99 თვეში ან €3.49 დღეში. დაწვრილებით.

შეგახსენებთ, რომ Skype-ის ვიდეოკონფერენციის ფუნქციონალის დამატებიდან 7 თვე გავიდა.
http://www.youtube-nocookie.com/v/zkZPMbvDsQg?fs=1&hl=en_US

HTC-მა სმარტფონების გაყიდვების მოცულობა გააორმაგა

კომუნიკატორების ტაივანურმა მწარმოებელმა, HTC-მა 2010 წლის მეოთხე მეოთხედის შემოსავლისა და სუფთა მოგების სტატისტიკა გამოაქვეყნა.

გასული 12 თვის განმავლობაში კომპანიამ 24,6 მლნ ფიჭური აპარატის რეალიზება მოახერხა. ეს მაჩვენებელი 111%-ით მეტია 2009 წლის რეზულტატთან შედარებით, როცა სულ 11,7 მლნ ერთეული გაიყიდა.

სმარტფონების მოთხოვნის ზრდის ფონზე, HTC-ის კვარტალური მოგება OS Google Android-ის პროდუქციიდან 160%-ით, ანუ $500 მლნ-მდე გაიზარდა. კოლოსალურად გაიზარდა შემოსავლის მაჩვენებელიც — $1,4-დან $3,6 მლრდ-მდე.

საერთო ჯამში, 2010 წელს კომპანიის მოგებამ რეკორდულ მაჩვენებელს, $1,36 მლრდ-ს მიაღწია. შეგახსენებთ, რომ ერთი წლით ადრე HTC-მა მხოლოდ $777 მლნ-ის გამომუშავება შეძლო. შემოსავალი $5-დან 9,6 მლრდ-მდე გაიზარდა.

მიმდინარე კვარტალში კომპანია 8,5 მლნ კომუნიკატორის რეალიზებას გემავს.

წყარო: HTC

სარბოლო სიმულატორი Test Drive Unlimited 2 თებერვალში გამოვა

სარბოლო თამაში Test Drive Unlimited 2 (TDU 2), რომელსაც ფრანგული სტუდია Eden Games ამუშავებს, 8 თებერვალს ა.შ.შ-სა და კანადაში, ხოლო 11 თებერვალს ევროპაში გამოჩნდება.

გამომცემლობა Atari ბოდიშს იხდის თამაშის რელიზის რამდენჯერმე გადადების გამო და აზუსტებს, რომ პროექტი დასაბეჭდად 20 იანვარს გაიგზავნა. TDU 2 PC-ზე, Xbox 360-სა და PS3-ზე ერთდროულად გამოვა.

როგორც გამომცემლები იუწყებიან მოთამაშეს დიდი რაოდენობით ადრენალინი, დახვეწილი გრაფიკა და ზუსტი ფიზიკა ელოდება. დიდი ყურადღება დაეთმო TDU 2-ის ონლაინ რეჟიმში თამაშის სრულყოფას, ასე რომ დროა დავიპყროთ იბიცა და ოაჰუ…

თამაშის თრეილერი:
http://www.youtube-nocookie.com/v/FjswMKobPoA?fs=1&hl=en_US

თამაშის სქრინშოთები:
http://www.flickr.com/apps/slideshow/show.swf?v=71649

წყარო: Eurogamer

შესაძლოა Lenovo და NEC გაერთიანდნენ

როგორც უამრავი ვებ-წყარო იტყობინება, ჩინურმა Lenovo-მ და იაპონური-მა NEC-მა შესაძლოა თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერონ ხელი.

საუბარია კომპიუტერების ერთობლივ წარმოებაზე. სავარაუდოდ კომპანია Lenovo NEC-ის ქვეგანყოფილების, Personal Products-ის საკონტროლო პაკეტს შეიძენს. თუმცა, პარტნიორობის სხვა გზებიც არსებობს.

PC-ბიზნესის გაერთიანება Lenovo-ს იაპონიასა და მსოფლიო ბაზარზე პროდუქციის გატანის გაცილებით მეტ შესაძლებლობებს მისცემს. დღეისათვის, IDC-ის მონაცემებით, ჩინური ვენდორი კომპიუტერების წარმოების მოცულობით, მსოფლიო მაშტაბით, რიგით მეოთხე ადგილზეა (10,4%), ხოლო იაპონიაში კომპანია მიზერულ წილს, ბაზრის 5-6%-ს ფლობს.

პარტნიორობა, ასევე ხელსაყრელია კორპორაცია NEC-თვისაც: ის ისევ შეძლებს საერთაშორისო ბაზარზე გასვლას, რომელიც 2009 წელს შეწყდა. შეგახსენებთ, რომ 20%-ით NEC იაპონური PC-ბაზრის ლიდერია.

მოკლედ, ოფიციალური ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა, ხოლო მისი პოტენციური მონაწილეები ჯერჯერობით კომენტარისგან თავს იკავებენ.

წყარო: PC World

Follow

Get every new post delivered to your Inbox.